...მიდიოდა ქუჩაში, აღარ სციოდა ...
თუმცა ვერაფერს ვერ სცნობდა...
მიწა აღარ იყო რბილი,
ბალახი არსად ჩანდა... სახლებიც თითქოს საშინლად გაედიდებინათ...
ნაცნობი მხოლოდ თოვლი იყო.
სად იყო ?!... არ ახსოვდა.
თუმცა ვერაფერს ვერ სცნობდა...
მიწა აღარ იყო რბილი,
ბალახი არსად ჩანდა... სახლებიც თითქოს საშინლად გაედიდებინათ...
ნაცნობი მხოლოდ თოვლი იყო.
სად იყო ?!... არ ახსოვდა.
ბოლოს იმ ტყეში სეირნობდა პატარა სოფლის ახლოს, სადაც
დაიბადა...
მერე შესცივდა ძალიან შესცივდა,
ზემოდან კი
სავსე მთვარე უხმობდა... ახლა კი მთვარეც სქელი ღრუბლების უკან გაუჩინარებულიყო...
გარბოდა...?!
გარბოდა...?!
ხო ალბათ ძალიან ბევრი ირბინა, რადგან მისი ფეხები ტკივილისგან
კვნესოდნენ ახლა.
ბოლოს დასვენება გადაწყვიტა, შეჩერდა თავშესაფარს დაუწყო
ძებნა... მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა.
არა, სიბნელეში ხედვა სულაც არ უჭირდა, მაგრამ...
საიმედო ადგილს ვერ ხედავდა.
თითქოს ყოველი კუთხიდან უახლოვდებოდა შიში შეუცნობლისა...
მერე ცეცხლმა დაუარა თავიდან ფეხებამდის...
სიბრაზის ცეცხლმა,
თითქოს საკუთარ თავს შეუღრინა: „რა მაშინებსო?!“
მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად განაგრძო გზა...
გრძნობდა, გულის ყოველი უჯრედით გრძნობდა, რომ ირგვლივ
სისასტიკე და ბოროტება სუფევდა.
... შორიდან ხმა მოესმა... სუნით იგრძნო მისი მსგავსი
ადამიანები...
ისინიც შუაღამით ეძებენ ნადავლს. ახლა რა ქნას?!...
ისინიც შუაღამით ეძებენ ნადავლს. ახლა რა ქნას?!...
დაიბნა...
სანამ მოფიქრებას შეძლებდა შენიშნეს და გააკეთა ის რაც
პირველი მოუვიდა თავში...
გაიქცა...
ყველაზე ადვილ გზას გაუყვა უკანასკნელი ლაჩარივით...
სხეული მოიცვა საშნელების შეგრძნებამ... თითქოს ტკივილმა, მაგრამ ეს იყო უფრო საშინელი ვიდრე ტკივილი... და უფრო მტკვნეული... შიში...
ცხოვრებაში პირველად სირთულეს შეუშინდა და უკენმოუხედავად
გაურბოდა მათ ვინც ფეხდაფეხ მისდევდნენ...
გარბოდა და მისდევდნენ...
უცბად გულიდან დავიწყებულმა სიამაყემ შეახსენა თავი...
უცბად გულიდან დავიწყებულმა სიამაყემ შეახსენა თავი...
რას აკეთებს?!
მას შემდეგ რაც მთელი ცხოვრება იბრძოდა ღირსებისთვის, სიამაყისთვის,
თავისუფლებისთვის, არსებობისთვის... ახლა შიშს დაემორჩილა ?!
ციდან სავსე მთვარემ შეანათა... თავისი ბუნება შეახსენა...
ამ დროს საშინალემა ტკივილმა დასერა...
გვერდით ცხელი სისხლი იგრძნო, მტრისკენ შებრუნდა და...
ბევრი აღარ უფიქრია...
...
...
ქალაქს ალბათ დიდი ხანია გამოსცდა თუმცა დაღლას ვერ
გრძნობდა...
შეუსვენებლად მირბოდა სამხრეთისკენ... მიდიოდა იქ სადაც არასდროს ყოფილა, მაგრამ იცოდა, რომ აღარასდროს შეეშინდებოდა არაფრის და არავისი...
სისხლის ყოველ უჯრედში დაუარა თავისუფლების წყურვილმა გულში აღარ დაეტია და მთელი ხმით ამოუშვა პირიდან...
შორს ხეებზე ყვავები დააფრთხო მგლის ყმუილმა...
ღრუბლებში სავსე მთვარემ გაიელვა...
სისხლის ყოველ უჯრედში დაუარა თავისუფლების წყურვილმა გულში აღარ დაეტია და მთელი ხმით ამოუშვა პირიდან...
შორს ხეებზე ყვავები დააფრთხო მგლის ყმუილმა...
ღრუბლებში სავსე მთვარემ გაიელვა...

No comments:
Post a Comment